გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით უკრაინის გამარჯვების იმედი აქვთ.
ამის შესახებ მან 12 ივნისს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “საჯარო პოლიტიკა”-ში სტუმრობისას, წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
რაში ვხედავთ გამოსავალს – ძირითადად, თქვენ წარმოიდდგინეთ ისევ ამ უკრაინის იმედი გვაქვს, მარტო ჩვენ კი არა, მემგონი ნახევარ მსოფლიოს უკრაინის იმედი აქვს და ვუყურებთ ამ უკრაინას და მადლობა ღმერთს ეს უკრაინა წარმატებულია”- განაცხადა გიული ალასანიამ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის სამხედრო ტყვე, უდანაშაულო ადამიანი, რომელიც გამოკეტეს.
წამყვანის კითხვაზე, ინტერესდება თუ არა ის ქართული პოლიტიკით, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ ინტერესდება და ეს წარმოუდგენელიც არის, რომ არ დაინტერესდეს, რადგან მისივე თქმით, ის არის გენეტიკურად და აღზრდით პატრიოტი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს