ბოლო ამბები
აპრილი 16, 2024

მოვუწოდებთ კონკრეტულ დიპლომატებს, მომავალში თავი შეიკავონ ბილწსიტყვაობისა და პოლარიზაციის წახალისებისგან საქართველოში

ივნ15,2023
გაზიარება

მოვუწოდებთ კონკრეტულ დიპლომატებს, თავი შეიკავონ მომავალში ბილწსიტყვაობისა და პოლარიზაციის წახალისებისგან საქართველოში. ჩვენ გვჭირდება არა პოლარიზაცია, არამედ დეპოლარიზაცია – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტში გუშინ მომხდარ პროვოკაციაზე საუბრისას.

მისი თქმით, რამდენიმე ხნის წინ იგივე ჯგუფმა, პროვოკაცია მოაწყო პარლამენტის შენობის წინ, მათ ეჭირათ ბილწსიტყვაობის შემცველი ბანერები, რასაც კონკრეტულმა დიპლომატმა უწოდა გამოხატვის თავისუფლება, ანუ პირდაპირ, წაახალისა, ზიზღის ენა, ბილწსიტყვაობა და პოლარიზაცია. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კეზერაშვილები, ხოშტარიები და ა.შ. დიპლომატების ასეთ განცხადებებს აღიქვამენ როგორც მწვანე შუქს.

„თავის დროზე იმავე ჯგუფმა, ე.წ. „ჯიუტები“ ქვიათ თუ „ჭუტები“, მოაწყო პროვოკაცია პარლამენტის შენობის წინ.

მათ ეჭირათ ბილწსიტყვაობის შემცველი ბანერები. ამას კონკრეტულმა დიპლომატმა უწოდა გამოხატვის თავისუფლება, ანუ პირდაპირ, კონკრეტულმა დიპლომატმა წაახალისა, ზიზღის ენა, ბილწსიტყვაობა და პოლარიზაცია.

როგორც ჩანს, ამ ე.წ. „ჯიუტებმა“ ეს აღიქვეს როგორც მწვანე შუქი და მორიგი პროვოკაციები მოაწყვეს ამ დღეების განმავლობაში.

ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია, როდესაც კონკრეტული დიპლომატები საქართველოში ახალისებენ პოლარიზაციას. მათ უნდა მიხედონ საკუთარ ქვეყანაში იმ პოლარიზაციას, რომელიც ყოველდღიურად ღვივდება.

ჩვენთან ნუ გააღვივებენ პოლარიზაციას. კეზერაშვილები, ხოშტარიები და ა.შ. დიპლომატების ასეთ განცხადებებს – ბილწსიტყვაობისა და პოლარიზაციის წამახალისებელ განცხადებებს აღიქვამენ როგორც მწვანე შუქს. ჩვენ არ გვჭირდება პოლარიზაცია, ჩვენ გვჭირდება დეპოლარიზაცია, შესაბამისად, მოვუწოდებთ კონკრეტულ დიპლომატებს, თავი შეიკავონ მომავალში ბილწსიტყვაობისა და პოლარიზაციის წახალისებისგან საქართველოში. ჩვენ გვჭირდება არა პოლარიზაცია, არამედ დეპოლარიზაცია“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სხვა ამბების წაკითხვა