“განსაკუთრებით ბოლო წლებში, სახელმწიფო დაუპირისპირდა მოქალაქეს. ადამიანის უფლებები, განსაკუთღებით საკუთრების უფლება.
არჩევნებზე რომ დავდიოდი ისანში 2020-ში,ეზოებში რომ შევდიოდი და ველაპარაკებოდი ხალხს, იცი რაზე მელაპარაკებოდნენ? – რაღაც გარაჟი წაგვართვეს, რომელიც ძალიან მტკივნეულად განიცადეს
<strong> ძალოვანი უწყებების ქვეშ სახელმწიფო აპარატის მოქცევა იყო ძალიან დიდი შეცდომა”– განაცხადა ხატია დეკანოიძემ ვახტანგ მეგრელიშვილთან საუბრისას “იუთუბ” გადაცემაში “გირჩი პარლამენტში”, როდესაც იმ მიზეზებზე, თუ რატომ დამარცხდა ნაციონალური მოძრაობა 2012 წლის არჩევნებში.
დეკანოიძე ამბობს, რომ ძირითადი მიზეზი, რის გამოც მათმა პარტიამ დაკარგა ძალაუფლება იყო ის, რომ ბოლო წლებში მაშინდელი ხელისუფლება დაუპირისპირდა მოქალაქეს, არ იყო დაცული მათი უფლებები, იყო რეპრესიული პოლიტიკა და გადაწყვეტილებებს სამი ადამიანი იღებდა, ესენი იყვნენ: მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს