ვატო შაქარიშვილი ზურა ჯაფარიძეს ეხვეწებოდა, ჩემთან ერთად იქეიფეო და მდინარაძეს აგინებდა”- განაცხადა “გირჩი-მეტი თავისუფლების” წარმომადგენელმა ცოტნე კობერიძემ 18 ივნისს, ტვ “პირველი”-ს ეთერში სტუმრობისას.
“ჩემთვის ძალიან კომიკური ფიგურაა, ვატო შაქარიშვილი ერთადერთხელ მყავს ნანახი ლუბლიანას ქუჩაზე რესტორნის წინ, “ჯაფარას” ლობიანიები გამოჰქონდა და გადაეყარა. ეხვეწებოდა, მთვრალი იყო, გეხვეწები ჩემთან ერთად იქეიფეო, მოსაწევი თუ გინდა მოგაწევინებო, ქსოვრელებს მოვიყვან და დაუკრავენო, თან, პარალელურად მდინარაძეს აგინებდა დედას რატომღაც.
გაბრაზებული იყო ახალგაზრდა “ქოც” პოლიტიკოსებზე და მალევე დაიქნიეს იმ პარტიიდან. ვარსკვლავური კარიერა რომ ჩაეშალა მერე დაიწყო მათი გინება და ზურას ქეება-დიდება, სამწუხაროდ ზურა არ გაჰყვა და ალბათ გულში ჩარჩა. ახლა ხელმეორედ დაიწყო “ქართული ოცნების” ფერება და მათი რაღაცეების გაკეთება, სხვა შანსი მას არ აქვს”- განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს