“იმ ხალხს მინდა გკითხოთ წელიწადნახევარი თმაგაწეწილები რომ კიოდით, ჩვენს მესამეს პრეზიდენტს პოლონიუმი დაალევინესო, მერე დემენცია აქვსო, მერე ხორცი შემოალპა და დღები აქვს დათვლილიო, ისეთი რამე სჭირს მარტო უცხოეთში უნდა იმკურნალოსო – სტრასბურგის სასამართლომ რომ თქვა ძალიანაც კარგ პირობებშია და არსად, მათ შორის უცხოეთში არაა გადასაყვანიო.”- წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში და კიდევ ერთხელ ეხმიანება სააკაშვილის გადაწყვეტილებას ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვასთან დაკავშირებით.
“თან რომ გაირკვა, რომ ცოლიც დააფეხმძიმა, თან ჯერ უკრაინის ბედი რომ ადარდებდა მხოლოდ და ახლა 100 პროცენტით ვერთვები ქართულ პოლიტიკაშიო. ჰოდა წელიწადნახევრის მანძილზე სააკაშვილის აფერისტობით თმააწეწილებო – ახლა გაუარა მაგ სიმულიანტს ყველაფერმა? ახლა კარგადაა? თუ გრცხვენიათ მაინც? წელიწადნახევარი სიმულიანტმა რო ატყუა მთელი მსოფლიო და აწვალა ქვეყანა ეგ ნორმალურია? რაღაც მანქანა მიიყვანეს და ასხივებენ მიშასო რომ კიოდნენ სააკაშვილის ტელევიზიები და წელიწადნახევარი სხვა არაფერი არ იყო სალაპარაკო თემა – მაგის მაინც არ გრცხვენიათ? სინამდვილეში “ოცნებას” კოჭს რომ უგორებდით და განამტკიცეთ ხელისუფლებაში მაგას მაინც თუ აღიარებთ? კიდევ კარგადაა ეს ქვეყანა”– წერს ელისაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს