ბოლო ამბები
12/09/2024

სწორედ ჩვენი გმირი სამხედროების ვაჟკაცობით, თავგანწირვითა და დაღვრილი სისხლით გადავრჩით, და არა მხდალი სააკაშვილის, რომელმაც ტერიტორიები დაგვაკარგვინა და მიატოვა ქართული ჯარი

გაზიარება

კიდევ ერთხელ მსურს, დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და ქედი მოვიხარო ჩვენი თითოეული სამხედროს წინაშე, მათი დედების წინაშე, რომლებმაც გმირი ვაჟკაცები გაუზარდეს ჩვენს სამშობლოს. ჩემი შეფასება ლაჩრობასთან დაკავშირებით სააკაშვილს და მის ამფსონებს ეკუთვნის, – ამის შესახებ აჭარის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

,,ყველამ ნახა, რომ მთავრობის ანგარიშის განხილვა რადიკალებთან არის ჩვეულებრივი წყლის ნაყვა, ვინაიდან მათ არ აინტერესებთ რეალურად რა კეთდება აჭარაში და არც შედის მათ ინეტერესში აჭარის მოსახლეობის კეთილდღეობა. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვიხილეთ კამპანია, თითქოს ჩვენს გმირ მებრძოლებს, საამაყო ჯარისკაცებს შეურაცხყოფა მივაყენე.

კიდევ ერთხელ, მსურს დავუდასტურო ჩემი პატივისცემა და ქედი მოვიხარო ჩვენი თითოეული სამხედროს წინაშე, მათი დედების წინაშე, რომლებმაც გმირი ვაჟკაცები გაუზარდეს ჩვენს სამშობლოს. სწორედ მათი ვაჟკაცობით, მათი თავგანწირვით და დაღვრილი სისხლით გადავრჩით და არა მხდალი და სიმულიანტი სააკაშვილით, რომელმაც ტერიტორიები დაგვაკარგინა, მიატოვა ქართული ჯარი და ხალხი, ბოლოს უკვე ნაბაყოფლობით უარი განაცხადა საქართველოს მოქალაქეობაზე. ჩემი შეფასება ლაჩრობასთან დაკავშირებით, სწორედ მას და მის ამფსონებს ეკუთვნის და ეკუთვნოდა“,–  განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე.

სხვა ამბების წაკითხვა