თბილისის მერის თქმით, პოლიტიკოსებს, რომლებიც სააკაშვილზე ამბობდნენ, რომ ხელისუფლებამ მოწამლა და კლავდა, ბოდიში აქვთ მოსახდელი საზოგადოებისთვის. ამის შესახებ მან დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას ქართულ პოლიტიკაში აქტიურ ჩართვასთან დაკავშირებით:
“ამ კონკრეტულ პოლიტიკოსებს, რომლებიც გამოდიოდნენ და გვარწმუნებდნენ, რომ ეს ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი] კვდებოდა, ამბობდნენ, თითქოს სააკაშვილი ხელისუფლებას მოეწამლა და ა.შ, ახლა კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ, სათითაოდ დაეწყოს ყველა და ბოდიში მოუხადოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას იმ სიბინძურისა და სიცრუის გამო, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში აკეთებდნენ”- განაცხადა კახა კალაძემ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს