“ლელო”-ს წევრ ლევან სამუშიას თქმით, ხელისუფლებას მმართველობის ბოლოჟამი უდგას.
ამ კომენტარით ის გამოეხმაურა მოძრაობა “ხალხის ძალის” დღევანდელ განცხადებას, რომ ამერიკული სტანდარტით, ქართული ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი დასაჭერია.
“დღეს რაღაც განცხადება გამოუცხვიათ. მე მესმის, მათი პოლიტიკური ბოლოჟამია და ძალიან გამწარებულები, არაადეკვატურები ხდებიან ხოლმე და საქართველოს მართლმსაჯულებას ადარებენ დემოკრატიის ოაზისის, ამერიკის მართლსაჯულებას. წარმოუდგენელი რამ არის, ყველაფერს ხომ აქვს ზღვარი?!
ილაპარაკეთ მეგორებო, ძალიან ბევრი ილაპარაკეთ ასე, ჩვენი მოქალაქეები ამას ყველაფერს ხედავენ და შეაფასებენ”- განაცხადა ლევან სამუშიამ დღეს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “დღის ამბებში”.
იხილეთ მოძრაობა “ხალხის ძალის” დღევანდელი განცხადება:
გამოდის, რომ ამერიკული სტანდარტით, საქართველოში დასაჭერი ყოფილა მთელი ოპოზიცია – “ხალხის ძალა”
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს