ბოლო ამბები
10/09/2024

პატივს ვცემ მიხეილ სარჯველაძეს, მაგრამ დღევანდელი მისი პასუხი ნამდვილად არ შეიცავდა იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მოვლენათა ასეთ სახიფათო განვითარებას შეესაბამება – მაია ნიკოლეიშვილი

გაზიარება

თუ კარგად დავაკვირდებით ცხელი ზაფხულის მოკლე მონაკვეთში, ჯერ
კელი დეგნანის ბოლო განცხადებას 2024 წ. არჩევნებთან დაკავშირებით, ანუ “დეგნანის ანდერძს”; ავადმყოფურ, ნაცისტურ-რუსოფობიულ გამოხტომებს, რომელსაც, სამწუხაროდ, არ სჯის კანონი ( ეთნიკური შუღლის გაღვივების მუხლით);

ინალ არძინბას ბოლო განცხადებას “სულელ” სააკაშვილზე და აფხაზეთის მთავრობის სიფხიზლეზე მოსალოდნელ “ცუდ” სცენართან დაკავშირებით;

ბოლოს, დიმიტრი მედვედევის განცხადებას, ვფიქრობ, მოვლენათა განვითარების სავარაუდო სცენარები ნათელი ხდება”- წერს მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

“პატივს ვცემ მიხეილ სარჯველაძეს, მაგრამ დღევანდელი მისი პასუხი ნამდვილად არ შეიცავდა იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მოვლენათა ასეთ სახიფათო განვითარებას შეესაბამება.

ჯობდა, საერთოდ “გაეტარებინა”, მედვედევის პოსტი. კიევის საკითხი მალე გადაწყდება. ჩვენ ვის მივყვებით “საფლავში”?!

აკი, ირაკლი ღარიბაშვილი, თავისი ვიზიტებით, სულ სხვა კარტს ალაგებს საერთაშორისო “დაფაზე”!

აი, მართლა ვერ გავიგე, რა! საქართველო კავკასიაა, და ეს ყველაზე კარგი ადგილია, რაც შეიძლება დღევანდელ რეალობაში ადამიანმა ინატროს, გინდ გეოგრაფიულად, გინდაც გეოპოლიტიკურად!

შევირგოთ, რა! ნუ ვიწელებით ჭიაყელებივით, იქითკენ, სადაც არავის ვედარდებით!
საქართველო კავკასიაა და ჩვენ ქართველები ვართ, კავკასიელები, ეს გენეტიკური ანალიზითაც დასტურდება, ეს ყველაზე ფასეულია და საამაყო!”- წერს მაია ნიკოლეიშვილი.


რაც ეხება მიხეილ სარჯველაძეს, მან, დღეს მედვედევის განცხადების საპასუხოდ თქვა:

“მთელი საქართველოს ხელისუფლების სახელით მინდა გავაკეთო განცხადება და მაქვს ამის უფლება ყველას სახელით ვთქვა, კატეგორიულად მიუღებელია, ასეთი ტიპის განცხადებები, რომელიც შეუთავსებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან.

რაც არ უნდა შეფასება მიეცეს ამას, გაფრთხილება იქნება ეს მუქარა, თუ ნებისმიერი სხვა რამ, რასაკვირველია ის თანაბრად მიუღებელია საქართველოსთვის და მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის რასაკვირველია ხელშეუხებელი რამ”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამ თემაზე:

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია და ის შეიძლება განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს – მედვედევი

სხვა ამბების წაკითხვა