ლევან ხაბეიშვილის თქმით, გიორგი ვაშაძის პარტია არის სიდიდით ნომერ მეორე ევროპული პარტია.
ამის შესახებ მან ტვ “პირველი”-ს ეთერშო, დიანა ტრაპაიძესთან განაცხადა, როდესაც აღნიშნა ნაც.მოძრაობისა და სტრატეგია აღმაშენებლის გაერთიანების შესახებ.
წამყვანმა ჰკითხა, რის საფუძველზე ამბობს ის, რომ ვაშაძის პარტია სიდიდით მეორეა, რაზეც ხაბეიშვილმა უპასუხა, რომ კვლევების საფუძველზეა დადგენილი ეს.
“ამოიღეთ ყველა კვლევა, IRI-ს თუ NDI-ს კვლევებით, ნაციონალური მოძრაობის შემდეგ ყველაზე დიდი ევროპული პარტია, მათ შორის არის “სტრატეგია აღმაშენებლი” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რაზეც დიანა ტრაპაიძემ ჩამოუთვალა სხვა ოპოზიციური პარტიები და განუცხადა, რომ არ მისცემს მაყურებლის შეცდომაში შეყვანის საშუალებას.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს