შარლ მიშელის განცხადებამ სულ აურია დალაგებული კარტები “ნაცებს” და მათ ანასხლეტებს. არადა, რა თქვა ახლა ამ კაცმა ისეთი, 2030 წელს ევროკავშირში ყველა კანდიდატს მივიღებთო – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
“ძირს რუსეთუმე შარლ მიშელი! შარლ მიშელის განცხადებამ სულ აურია დალაგებული კარტები ნაცებს და მათ ანასხლეტებს. არადა, რა თქვა ახლა ამ კაცმა ისეთი, 2030 წელს ევროკავშირში ყველა კანდიდატს მივიღებთო. მართალია, მანამდე ჯერ კიდევ 7 წელია და ეს იმას უფრო გავს, „ჩერეზ პიატ ლეტ პამაგუ, გენაცვალე“-ო, მაგრამ გაიძვერობაში გამოცდილი და გაქნილი ნაცების ლოგიკა ასეთია:
„ჩვენი გათვლებით, ამ წლის ბოლოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ უნდა მიიღოს, რასაც უნდა მოჰყვეს საზოგადოებრივი მღელვარება ლოზუნგით – „ევროპამ უარი გვითხრა პრორუსული ხელისუფლების გამო, ამიტომ თუ ევროპაში გვინდა, უნდა შევცვალოთ ხელისუფლება!“
7-8 მარტის მსგავსი მასობრივი გამოსვლების გზით უნდა დაიწყოს ქვეყნის რყევა, მართალია, ამის შედეგად სახელმწიფო გადატრიალება (რომელსაც რევოლუციას დაარქმევდნენ) ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ არჩევნებამდე დარჩენილი 7-8 თვის მანძილზე ეს ლოზუნგი მუდმივად იტრიალებდა, ანტისახელისუფლო გამოსვლებიც ამ ლოზუნგების ქვეშ ადვილად დაორგანიზდებოდა და მომავალი წლის შემოდგომაზე საზოგადოებრივი აქტივობის ამ მაღალ გრადუსზე „ანტიევროპელი ხელისუფლების“ იარლიყით აღჭურვილი ოცნების არჩევნებში დამარცხებაც რეალურად გამოიყურებოდა.
ნაცების გებელსმა ნიკა გვარამიამ გამარჯვების ეს გეგმა მოკლედ და კონკრეტული ფორმულის სახითაც კი ჩამოაყალიბა. რაც შეეხება გამოსვლებისთვის მასობრივი სახის მიცემის შთაბეჭდილებას, ესეც უკვე ნაცადია: რამდენიმე ასეული კარგად დატრენინგებული ახალგაზრდა ადვილად აიყოლიებს რამდენიმე ათას პატრიოტ, მაგრამ გულუბრყვილო მოქალაქეს, იმათ დაემატებათ ნაცფაშისტების ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურებში თბილადგილდაკარგული ყოფილი ბიუროკრატები, მათი ოჯახის წევრები და 5-6 ათასი ადამიანის მობილიზება საპროტესტო აქციებზე სავსებით რეალურია.
მერე უკვე ნაცტელევიზიების გამოცდილების და ტექნიკის საქმეა, როგორ წარმოაჩინონ ეს 5-6 ათასი პროტესტის გამომხატველი 5-ჯერ და 10-ჯერ მეტ ადამიანად. ამით შექმნან ხელისუფლების რყევის სურათი, დაამუნათონ მისი მხარდამჭერები „მოღალატის“ იარლიყის მიკერებით და საქმეც გაკეთებულია. ამ ყველაფერში კი მთავარი მასობრივი გამოსვლების მიზეზი და საფუძველი უნდა ყოფილიყო.
ახლა კი რა გამოდის? ეს შარლ მიშელი ისე ლაპარაკობს, მგონი კანდიდატის სტატუსის მოცემას უპირებენ საქართველოს, მერე გამოვა ოცნების რომელიმე ლიდერი, ცხვირწინ დაუტრიალებს თითს გვარამიასნაირ თავდაჯერებულს და ეტყვის: „ხომ გითხარი გაფრიანდებიანო, შე გალსტუკიანო პეპელა, ჰა… აბა ახლა შენ გააღე პირი და თქვი ააააა?!“
ამიტომ სასწრაფოდ დასჭირდათ ნაციდეოლოგებს მესიჯბოქსების გადაწყობა და უკვე გვესმის შემდეგი „ბრძნული აზრები“: „ჩვენ რომ ვიყოთ ხელისუფლებაში, კანდიდატის სტატუსი უკვე მოპოვებული გვექნებოდა და ეხლა გაწევრიანებაზე იქნებოდა საუბარი“ (მერე რა, რომ დიდმა მიშელმა თქვა, 20230 წლამდე ეგ ყველასთვის ადრეაო?!).
მთავარი თავის გასამართლებელი „არგუმენტი“ ნაცებმა ადრევე შეიმუშავეს: „თუ სტატუსი მოგვცეს, ეს ხალხის დამსახურება იქნება, თუ არ მოგვცეს – ხელისუფლების“. მართალია, ამ „არგუმენტის“ სისუსტე და ალოგიკურობას თვითონვე გრძნობენ (თუ არ მოგვცეს სტატუსი, ე. ი. ხალხი არ ვიმსახურებთ?), მაგრამ სულ არარაობას, ქვეყნის წარმატების ასეთი ახსნა არ ჯობია? აბა ხელისუფლებას ხომ არ ჩააწერინებენ ქულებს?
მოკლედ, ეს შარლ მიშელი მგონი რუსეთუმეა, რადგან ნაცების გეგმების არევისა და „რუსულ ოცნებას“ პოზიციების გაძლიერების მეტს არაფერს აკეთებს.” – წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს