“ვნანობ იმ შეცდომებზე, რომელიც იყო დაშვებული და სწორედ ამიტომ ვარ აქ, რომ ეს შეცდომები გამოვასწოროთ და მსგავსი შეცდომები აღარ დავუშვათ”– ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ფეისბუქ მომხმარებლის კომენტარს, რომელმაც ჰკითხა: “ნანობ თუ არა დაკარგულ დროს “ოცნებაში გატარებულ დროს?”.
გიორგი გახარიას თქმით, ის არ თვლის, რომ “ქართულ ოცნებაში” ყოფნით დროს კარგავდა, რადგან, მისივე განცხადებით, იმ პერიოდში ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამ გაკეთდა.
“უნდა გვახსოვდეს, რომ “ოცნებაში”, შექმნის დღიდან, ბევრი ღირსეული და კარგი ადამიანი იყო. მაგრამ ჩემთვის, პარტია “ოცნება” ყოველთვის იყო ინსტრუმენტი – მემსახურა ჩემი ქვეყნისა და ხალხისთვის.
დღესაც, ჩვენი ახალგაზრდა პარტია არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ შევქმნათ ძლიერი, განვითარებული, ევროპული სახელმწიფო და ამას ჩვენ, ერთად, აუცილებლად გავაკეთებთ”- განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს