თქვენ ხართ “კოჭლი იხვები” და ძალიან მალე ჩამოგაშორებთ ძალაუფლებას”– მიმართა “ქართულ ოცნებას” პაატა მანჯგალაძემ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
“ყოველი დღე ხელისუფლებაში თქვენი ყოფნის, არის დანაშაული. არცერთი საკითხი თქვენ არ მოგიგვარებიათ. რამეზე იღებთ პასუხისმგებლობას ამ ქვეყანაში? რომელი დაპირება შეასრულეთ?
ბიძინა ივანიშვილს ბრძენკაცს ეძახით; ღარიბაშვილის შემთხვევაში შეცდაო, კვირიკაშვილის შემთხვევაში შეცდაო, სალომე ზურაბიშვილის და მარგველაშვილის შემთხვევაში შეცდაო, ესეიგი, რას ამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდება და ამას უკრავთ ტაშს?
თქვენ ხართ ბიძინა ივანიშვილის მთავარი შეცდომა და ხართ “კოჭლი იხვები”, რაც შეიძლება მალე ჩამოგაშორებთ პოლიტიკურ ძალაუფლებას იმიტომ, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპაში , ნამდვილი მშვიდობა არის ევროპაში, საქართველოს უსაფრთხოება არის ევროპაში და ამას ეღობებით თქვენ და ბიძინა ივანიშვილი”– განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს