ბოლო ამბები
25/03/2025

ამ სიტყვების ავტორი, რომელიც ანა ნაცვლიშვილის დონემდე დავიდა, როგორ შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტი?

გაზიარება

სალომე ზურაბიშვილი გასცდა ზრდილობის ფარგლებს. განსაკუთრებით გამაოგნებელი იყო მისი სპეკულაციური განცხადება, რომელიც ბავშვებს უკავშირდებოდა. ამ სიტყვების ავტორი, რომელიც ანა ნაცვლიშვილის დონემდე დავიდა, როგორ შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასეთი ადამიანი იწოდებოდეს საქართველოს პრეზიდენტად”- განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

“ის დაპირისპირებულია უკლებლივ ყველა კონსტიტუციურ ინსტიტუტთან. ადამიანი, რომელსაც სიმბოლურად, მაგრამ, ჰქვია ერთიანობის გარანტი. მე არ ვიცი, რად გიღირთ ასეთი პრეზიდენტობა, როდესაც, მუდმივად გიწევთ, გახვიდეთ ზრდილობის ფარგლებს მიღმა”– განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სხვა ამბების წაკითხვა