მიხეილ სააკაშვილი უკრაინელებს სწერს, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინელების მკვლელობის თანამონაწილე გახდა. ამის შესახებ პოსტი უკრაინულ ენაზე, მის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა და ის განკუთვნილია უკრაინელებისთვის.
“მრცხვენია, რომ საქართველო მართლაც გახდა მთავარი ჰაბი იმ ნაცრისფერი სქემების, რომლითაც უკრაინელების მკვლელ რაკეტებს კვებავენ.
საქართველოდან რუსეთში მაცივრების და სარეცხი მანქანების ექსპორტი სამჯერ გაიზარდა. გარდა ამისა, სომხეთიდან და თურქეთიდან ტრანზიტი საქართველოს გავლით მიმდინარეობს.
ერთ დროს საქართველო უკრაინის მთავარი მოკავშირე იყო, ახლა კი საქართველოს რუსული მთავრობა უკრაინელების მკვლელობის თანამონაწილე გახდა. ყველაფერს გავაკეთებ ამის შესაცვლელად”- წერს სააკაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს