ლევან ხაბეიშვილის თქმით, კვიპროსში, ბიძინა ივანიშვილის მოშორებაზე ისაუბრეს. ამის შესახებ მან 17 ოქტომბერს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა რეაქციაში განაცხადა ინგა გრიგოლიას კითხვის საპასუხოდ, როდესაც წამყვანმა ჰკითხა, იყო თუ არა დავით კეზერაშვილთან შეხვედრისას ნიკა მელიას გარიცხვაზე საუბარი.
“ბიძინა ივანიშვილის მოშორებაზე ვლაპარაკობდით” – თქვა ხაბეიშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ნიკა მელია არ არის სერიოზული განხილვის თემა და ამ საკითხზე კეზერაშვილთან არ უსაუბრიათ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს