ბოლო ამბები
10/12/2024

ევროკავშირი აპირებს მუშაობა დაიწყოს კანონზე არაევროკავშირის ქვეყნებიდან დაფინანსების გამჭვირვალობაზე

გაზიარება

ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც მოსთხოვს არასამთავრობო ჯგუფებს, საკონსულტაციო და აკადემიურ ინსტიტუტებს გამჭვირვალე გახადონ ნებისმიერი დაფინანსება, რომელიც ევროკავშირს არ ეკუთვნის.

ამ ინფორმაციას გამოცემა ‘POLITICO” ავრცელებს სამ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით.

როგორც გამოცემა წერს, კანონი, რომლის შემოღებაზეც ფიქრობს ევროკავშირი არის მსგავსი ამერიკისა და ავსტრალიის კანონმდებლობისა, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობას გულისხმობს და რაც ამერიკაში ჯერ კიდევ 1938 წელს ამოქმედდა.

ევროკომისიაში ოფიციალური წყაროს ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კანონის ევროკავშირის ვერსიის სამიზნე ინდივიდები იქნებიან, მაგრამ კანონი აიძულებს როგორც კომერციულ, ასევე არაკომერციულ ორგანიზაციებს გაამჟღავნონ დაფინანსება, რომელსაც ევროკავშირის გარედან იღებენ.

გამოცემა POLITICO აღნიშნავს, რომ კრიტიკოსები დროის არჩევანს უხერხულს უწოდებენ, რადგან ევროკავშირმა აღნიშნულ კანონზე მუშაობა ზუსტად მაშინ გააძლიერა, როდესაც საქართველოში მსგავსი კანონპროექტის გამო პროტესტი გაჩნდა.

„აშკარად დელიკატური საკითხია. ჩვენ ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე ვართ, დაინტერესებული მხარეების ფართო სპექტრისგან ინფორმაციის შეგროვების ადრეულ ეტაპზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ სწორ მიდგომას ვიღებთ“, – აღნიშნა ევროკომისიის ოფიციალურმა პირმა.

ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებულნი არიან ევროკომისიის სახელით გაგზავნილი წინასწარი კითხვარის გამო, რომელშიც რესპონდენტებს უკვე სთხოვენ დეტალურად აღწერონ დაფინანსების წყაროები, რომელიც ევროკავშირის გარედან არის მიღებული.

სხვა ამბების წაკითხვა