ბოლო ამბები
11/11/2024

78 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი

გაზიარება

78 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი.

ჯამლეტ ხუხაშვილი იყო ჟურნალისტი, სპორტსმენი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2012), სპორტის დამსახურებული მოღვაწე (2014)

1963 წლიდან იყო სპორტული კომენტატორი. 1980-1992 წლებში მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანიაში „იმედი“, სპორტულ რადიოში „ჯაკო“; იყო საზოგადოება „დინამოს“ მწვრთნელი. 1994 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების უფროსი. 1990 წლიდან მაქაბის კლუბის პრეზიდენტი. ავტორი საიუბილეო წიგნისა „ყურადღება“ (2004). დასახელებულია „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004). იყო სპორტული რადიო „ჯაკოს“ გენერალური დირექტორი.

სხვა ამბების წაკითხვა