საბერძნეთში სატვირთო და სამგზავრო მატარებლის შეჯახებას 36 ადამიანი ემსხვერპლა

277
ნახვა/წაკითხვა

საბრძენეთში, სამგზავრო  და სატვირთო მატარებელი ერთმანეთს  შეეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე 36 ადამიანი დაიღუპა და 85 დაშავდა. ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

დაშავებულებიდან 66 საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ექვსი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, განაცხადა მეხანძრე-მაშველმა.

ავარია მაშინ მოხდა, როცა სამგზავრო მატარებელი გვირაბიდან გამოვიდა.

ავტორის შესახებ

___________________________